სერთიფიცირებული პირი თევზსაჭერ გემზე, რომელიც აგროვებს სამეცნიერო და ტექნიკურ ინფორმაციას სარეწაო ოპერაციებისა და ჭერილების შესახებ. დამკვირვებლის პროგრამები შეიძლება გამოყენებულ იქნას სარეწაო ოპერაციების მონიტორინგისთვის (მაგ. თევზჭერის ადგილები, სარეწაო უბნები, ბადე-იარაღების მახასიათებლები, ჭერილები და დაჭერილი სახეობები, დისკარდი და ა.შ.). დამკვირვებლებს შეიძლება ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ სამართლებრივი იძულების უფლებამოსილება და მათი მონაცემები შეიძლება იყოს ან არ იყოს გამოყენებული არამეცნიერული მიზნებისთვის (მაგ. აღსრულებისთვის) სიტუაციიდან გამომდინარე.