ეკონომიკური წარმოებისთვის და საარსებო საშუალებებისთვის გამოსაყენებელი წყალი. განასხვავებენ განახლებად და არაგანახლებად წყლის რესურსებს. არაგანახლებადი წყლის რესურსების ბუნებრივად შევსება საერთოდ ან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ხდება. მათ მიეკუთვნება ე.წ. წიაღისეული წყლები. განახლებადი წყლის რესურსების აღდგენა ხდება ჰიდროლოგიური ციკლის წყალობით, თუ მხოლოდ არ მიმდინარეობს მათი გადაჭარბებული ექსპლუატაცია, მაღთ მიეკუთვნება მიწისქვეშა და ზედაპირულ წყლები, როგორიცაა მდინარეები და ტბები.